ონკოლოგიაში გამოყენებული ჰორმონოთერაპიული პრეპარატების ნუსხა დღითიდღე იზრდება და სულ უფრო იმედისმომცემი შედეგებით ხასიათდება.
"კონსილიუმ მედულა" ის კლინიკაა, რომელიც უზუნველყოფს ჰორმონოთერაპიის თანამედროვე მიდგომით შერჩევას და გამოყენებას შედეგზე ორიენტაციით. "კონსილიუმ მედულას" საქმიანობა გამოირჩევ პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე მუდმივ ზრუნვას გულისხმობს.
"კონსილიუმ მედულაში" ონკოლოგიური პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის მართვა ხდება ESMO (European Society for Medical Oncology) და NCCN (National Comprehensive Cancer Network) მიერ მოწოდებული რეკომენდაციებითა და კლინიკური ონკოლოგიის მოდელით, რაც მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ჩართულობას გულისხმობს.
ჰორმონული პრეპარატების უმეტესობა ტაბლეტირებული ფორმისაა და პაციენტი მას თავად ღებულობს ბინაზე, სათანადო წესით. არის საინიექციო ფორმებიც, რომლის მიღებაც ხდება თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკის დღის სტაციონარში, სადაც პროცედურებსა და პაციენტებზე ზრუნვას ახორციელებს სპეციალურად ონკოლოგიური საექთნო საქმის მიმართულებით მომზადებული მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი.
ჰორმონოთერაპია (ენდოკრინული თერაპია) ონკოლოგიაში ნიშნავს ძირითადი დაავადების წამლისმიერ მკურნალობას. ჰორმონოთერაპია გამოიყენება კიბოს ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როცა ორგანიზმში გამოყოფილ რომელიმე ჰორმონს სიმსივნე იყენებს თავის სასარგებლოდ და იზრდება. ასეთ სიმსივნეებს ჰორმონდამოკიდებულს უწოდებენ. ჰორმონოთერაპიის პრეპარატი სწორედ ჰორმონდამოკიდებული კიბოს უჯრედის ზრდას აჩერებს ან ანელებს.
არსებობს ჰორმონოთერაპიის ორი ძირითადი ჯგუფი: ერთი, რომელიც ბლოკავს ან თრგუნავს ორგანიზმის მიერ ჰორმონის გამომუშავებას; მეორე, რომელიც ცვლის უკვე გამომუშავებული ჰორმონის ქცევას. გამონაკლისს წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატების გამოყენება ლიმფომების სამკურნალოდ.
ჰორმონოთერაპიული პრეპარატები ონკოლოგიაში გამოიყენება როგორც ერთკომპონენტიანი მკურნალობისთვის, ასევე, მკურნალობის სხვა სახეობებთან: ქირურგიული, სხივური ან ქიმიოთერაპიული, კომბინაციაში.
ჰორმონოთერაპია გამოიყენება:
- კიბოს სამკურნალოდ: როცა ის ამცირებს კიბოს განმეორებით განვითარების რისკს, აჩერებს ან ანელებს მის ზრდას.
- კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად: პროსტატის კიბოს შემთხვევაში, ის შესაძლებელია გამოყენებული იქნას კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად იმ პაციენტებში, ვისაც ვერ უტარდება ქირურგიული მკურნალობა ან რადიოთერაპია.
კომბინაციური მკურნალობის შემთხვევაში, ჰორმონოთერაპია გამოიყენება:
- სიმსივნის ზომის შესამცირებლად ქირურგიულ ან სხივურ მკურნალობამდე. ამას ნეოადიუვანტური თერაპია ეწოდება.
- ძირითადი მკურნალობის შემდეგ, კიბოს განმეორებით განვითარების რისკის შესამცირებლად. ამას ადიუვანტური თერაპია ეწოდება.
- განმეორებით, ადგილობრივად განვითარებული ან ორგანიზმის სხვა ნაწილებში გავრცელებული კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.
- ორალურად: ტაბლეტი, კაფსულა ან სითხე, რომელთა მიღება ხდება პირის ღრუდან;
- ინიექციით: პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ.
ჰორმონოთერაპიის ეფექტი მიიღება, აგრეთვე, როცა ხდება იმ ორგანოს ამოკვეთა ან დასხივება, რომელიც ჰორმონებს გამოიმუშავებს. ქალების შემთხვევაში ეს ორგანო საკვერცხეებია, ხოლო კაცების შემთხვევაში - სათესლე ჯირკვლები.
ჰორმონოთერაპია ბლოკავს სხეულის ჰორმონების გამომუშავების უნარს ან ერევა ჰორმონების ქცევაში, ამიტომ მას არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია. ის, თუ რა გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ყველა ადამიანი ამ ფაქტორებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ასევე, სხვადასხვა გვერდითი მოვლენები ვითარდება ქალებსა და კაცებში.
ჰორმონოთერაპიის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებისა და მათი შემსუბუქების გზების შესახებ შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ჩვენ მიერ მომზადებულ ჰორმონოთერაპიის გზამკვლევში.