ძუძუს ვიზუალური დათვალიერება და თვითგასინჯვა (პალპაცია) 18+ ასაკის ქალებისთვის ყოველთვიურადაა რეკომენდებული.
ძუძუს თვითგასინჯვა სასურველია ჩაიტაროთ მენსტრუაციის დასრულებიდან მე-7-12 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში.
ძუძუს თვითგასინჯვა უნდა ჩაიტაროთ შემდეგნაირად:
დადექით სარკის წინ
გულდასმით დაათვალიერეთ ძუძუს კანი და შეამოწმეთ ხომ არ აღინიშნება:
- შეშუპება
- შეჭმუხვნა
- ფერის შეცვლა.
დაათვალიერეთ ძუძუს დვრილები, რომ არ გამოგეპაროთ:
- ჩაბრუნება
- დაწყლულება
- ფერის შეცვლა.
ხელები კეფაზე შემოიწყვეთ და წინ წამოწიეთ. დაჭიმეთ ხელისა და მკერდის კუნთები. დაიხარეთ სარკის წინ 90 გრადუსით და კიდევ ერთხელ დაითვალიერეთ ორივე ძუძუ გულდასმით.
პალპაციის ჩატარება შეგიძლიათ ხელის შეჯგუფებული სამი თითის საშუალებით, თანმიმდევრულად ჯერ ერთ და შემდეგ მეორე მხარეს. მაგალითად: მარცხენა ხელი თავსდება თავს უკან კეფის არეში, მარჯვენა ხელით კი ხდება მარცხენა ძუძუს თვითგასინჯვა.
სარძევე ჯირკვალზე თითებს ვამოძრავებთ წრიულად, მიმართულებით დვრილიდან პერიფერიისაკენ, ჯერ ზედაპირული, შემდგომ კი ღრმა მოძრაობით.
ვაფასებთ სარძევე ჯირკვლის:
- კონსისტენციას
- სიმკვრივეს
- წარმონაქმნის არსებობას სარძევე ჯირკვლებსა და იღლიის ფოსოში.
გამონადენის გამოსავლენად, მსუბუქად მოუჭირეთ ძუძუს დვრილს საჩვენებელი და ცერა თითით.
თუ თვითგასინჯვისას ძუძუში საეჭვო ცვლილება აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
გსურთ დაჯავშნოთ ვიზიტი “კონსილიუმ მედულაში”? შეავსეთ დაჯავშნის ფორმა
გსურთ ჩაერთოთ ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამაში? შეავსეთ სკრინინგზე რეგისტრაციის ფორმა
ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.
ვიდეორგოლს