ჟანა ლომია 2025 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რადიოლოგია. მას აქვს 10 წლიანი საექიმო საქმიანობის გამოცდილება, მუშაობდა ექოსკოპისტად კლინიკებში: “Med Georgia“, „წმინდა ლაზარეს კლინიკა”, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” “კავკასიის მედიცინის ცენტრი”, ქართულ-გერმანული კლინიკა ,,Med House’’, ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრში „ენმედიცი“.
სერვისები
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- გინეკოლოგიური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- ზედაპირული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- პლევრის ღრუს ულტრასონოგრაფია
- სახსრებისა და რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
1996-2002 წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სამკურნალო საქმის სპეციალობით, ზოგადი პროფილის ექიმი
2004-2007 წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რეზიდენტურა, თბილისის სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რადიოლოგიის სპეციალობით
2007 წ. ლიცენზია სამედიცინო რადიოლოგიაში
2015 წ. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სასწავლო ცენტრი ,,ჯეოჯეფი’’ (თომას ჯეფერსონის სახელობის ულტრაბგერითი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის ფილიალი), სერტიფიკატი ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში
- ევროპის რადიოლოგთა საზოგადოების (ESR) წევრი
- საქართველოს ულტრასონოგრაფიის ასოციაციის წევრი