გიორგი უბირია, MD

გიორგი უბირიას 13-წლიანი საექიმო საქმიანობა სრულად კლინიკა "კონსილიუმ მედულას" უკავშირდება და მოიცავს ონკორადიოლოგიას, ურგენტულ რადიოლოგიას, ტელერადიოლოგიას და ინტერვენციულ რადიოლოგიას. გიორგის გაკეთებული აქვს ფილტვის და შუასაყრის 300-მდე ბიოფსია კომპიუტერული და ულტრაბგერითი კონტროლით.

გიორგი უბირია არის კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მიმდინარე საერთაშორისო კლინიკური კვლევების რადიოლოგი.

დაავადებები

  • ონკოლოგიური რადიოლოგია
  • ურგენტული რადიოლოგია
  • ტელერადიოლოგია
  • ინტერვენციოული რადიოლოგია

სერვისები

  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ინტერვენციული რადიოლოგია 
  • ულტრაბგერა
  • მამოგრაფია
  • რენტგენოგრაფია
  • მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია
  • დენსიტომეტრია

განათლება

1998-2003 წწ. სამედიცინო კოლეჯი "აიეტი"
2004-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
2009 წ. საუნივერსიტეტო კლინიკა"ჰაჯეტეპე"  (ანკარა თურქეთი), სტაჟირება რადიოლოგიურ დეპარტამენტში
2011 და 2013 წწ. კლინიკა "ანადოლუ" (სტამბული, თურქეთი), სტაჟირება ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტში
2012-2015 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეზიდენტურა სამედიცინო რადიოლოგიაში
2016 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  დიპლომისშემდგომი სუბსპეციალობის კურსი კომპიუტერულ ტომოგრაფიაში
2017 წ. საუნივერსიტეტო კლინიკა "იედიტეპე" (სტამბული, თურქეთი), სტაჟირება ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში
2017 წ. ჰიბრიდული რადიოლოგიის ტრენინგი, ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, ვენა, ავსტრია

2019 წ. სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" დიპლომისშემდგომი სუბსპეციალობის კურსი მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაში
 

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • ევროპის რადიოლოგთა  ასოციაციის (ESR)  წევრი 
  • ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის (RSNA) წევრი
  • საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი