უფასო სატელეფონო კონსულტაციები ონკოლოგიური პაციენტებისთვის

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში და ცდილობს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება მეტად ხელმისაწვდომი გახადოს.

კლინიკის კლინიკური ონკოლოგები  უფასო სატელეფონო კონსულტაციას უწევენ ონკოლოგიურ პაციენტებს. 

"კონსილიუმ მედულას" კლინიკურ ონკოლოგთა გამოცდილი გუნდის წევრები: ცირა ქორთუა, თამთა მახარაძე და ნინო ხუფენია, პასუხობენ  შეკითხვებს და დისტანციურად უწევენ კონსულტაციას ონკოლოგიური დაავადებების მართვასთან დაკავშირებით როგორც საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს, ისე ემიგრანტებს, რომელთა დიდ ნაწილს პანდემიის პირობებში ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე.