კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა სამი ლექცია და მასტერკლასი კომპლექსური ცისტების, სადინარშიდა პაპილომების, ძუძუს სოლიდური წარმონაქმნების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ვაკუუმ-ასისტირებული ექსციზიის (VAE) გამოყენების შესაძლებლობებზე.
ქირურგი-ონკოლოგი, მამოლოგი სოსო სანიკიძე კოლეგებს ესაუბრა საქართველოში სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებზე.
"კონსილიუმ მედულაში" დაიდგა ამერიკული კომპანია CR BARD-ის წარმოებული აპარატი, რომლის ტექნოლოგია შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კომპანია Zenitone-ის წამყვანმა სპეციალისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვლადისლავ ოდინცოვმა.
ფიბროადენომის ან სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ ასისტირებულ რეზექციას სექტორულთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს: პროცედურა ტარდება ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით, არ რჩება ნაწიბური, ნარჩუნდება სარძევე სადინრების და ძუძუს ფორმა, არ საჭიროებს ძვირადღირებულ სტაციონარულ და აღდგენით მკურნალობას.