2026 წლის 31 მაისს, თბილისში, სასტუმრო „გრანდ მეტეხი პალასში“, GIMPHA-ის XI საერთაშორისო ჯანდაცვის კონფერენციის ფარგლებში, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რადიოლოგმა მაია კევლიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია „რადიოლოგიური შეფასების განვითარებადი მიდგომები ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიაში“.
პრეზენტაცია შეეხებოდა ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიის შემდგომ რადიოლოგიური შეფასების თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რადიოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებიც მკურნალობის შემდეგ დარჩენილი სიმსივნური მასისა და ფიბროზული ცვლილებების ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება.
GIMPHA-ის XI საერთაშორისო ჯანდაცვის კონფერენცია აერთიანებდა საქართველოსა და უცხოეთის წამყვან სამედიცინო სპეციალისტებს, მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო პარალელურ სესიებში წარმოდგენილი იყო თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიღწევები.
განხილვის საგანს წარმოადგენდა ონკოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სამედიცინო განათლება და სხვა აქტუალური საკითხები
„კონსილიუმ მედულა“ მუდმივად ზრუნავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე კლინიკურ პრაქტიკაში. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სამედიცინო სივრცესთან ინტეგრაცია და ისეთი მიდგომების განვითარება, რომლებიც პაციენტებისთვის უფრო ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტიან მკურნალობას უზრუნველყოფს.