კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ხმალაძემ, მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში — „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action“, რომელმაც ჯანდაცვის, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანა.
ღონისძიების ფარგლებში ლაშა ხმალაძემ საერთაშორისო აუდიტორიასა და წამყვან ევროპელ ექსპერტებს წარუდგინა მოხსენება თემაზე „Biomarker-Guided Immunotherapy“, რომელიც კლინიკა „კონსილიუმ მედულასა“ და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევით ინიციატივას ეფუძნება. პროექტი მიზნად ისახავს Horizon Europe-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბებას და ონკოლოგიაში პერსონალიზებული, ბიომარკერებზე დაფუძნებული მკურნალობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
მონაწილეობა განხორციელდა NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტის მხარდაჭერით.