მკერდ-ლავიწის სახსრის რეკონსტრუქცია ჰემსთრინგის აუტოგრაფტის გამოყენებით საქართველოში პირველად შესრულდა

პირველად საქართველოში, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ორთოპედ-ტრავმატოლოგების გუნდმა, გიორგი მიკუჩაძის ხელმძღვანელობით, წარმატებით შეასრულა მკერდ-ლავიწის სახსრის ანატომიური რეკონსტრუქცია (SC Joint Reconstruction) ჰემსთრინგის აუტოგრაფტის გამოყენებით.

აღნიშნული ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ლავიწის ძვლისა და მკერდის ძვლის დამაკავშირებელი სახსრის ისეთ რეკონსტრუქციას, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს სახსრის ბუნებრივ (ანატომიურ) სტრუქტურას და ფუნქციურ ბიომექანიკას. 

მკერდ-ლავიწის სახსარი ანატომიურად და ფუნქციურად ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია, რის გამოც მსგავსი ოპერაციები საჭიროებს ზუსტ წინასწარ დაგეგმვასა და მაღალ პროფესიულ გამოცდილებას.

მეთოდი ეფუძნება პაციენტის საკუთარი ბარძაყის უკანა ზედაპირზე მდებარე მყესის, კერძოდ ნახევრადმყესოვანის (ჰემსთრინგის ჯგუფი) გამოყენებას, რაც საშუალებას იძლევა ჩანაცვლდეს დაზიანებული იოგოვანი სტრუქტურა და აღდგეს სახსრის სტაბილურობა. 

ოპერაციის შედეგად, პაციენტებს უმოკლეს ვადაში უბრუნდებათ მხრის სარტყლის თავისუფალი მოძრაობა, მცირდება ქრონიკული ტკივილი და არასტაბილურობის რისკი, პაციენტი სწრაფად უბრუნდება აქტიურ ცხოვრების წესს, რადგან რეაბილიტაციის კურსი ხანმოკლეა

აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს თანამედროვე ორთოპედიული მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის კიდევ ერთ მაგალითს და ასახავს კლინიკის მიზანს უზრუნველყოს პაციენტებისთვის უსაფრთხო, ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მკურნალობა.