14-15 ნოემბერს კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქული კლინიკების ქსელ Acıbadem-ის წამყვანი ონკოლოგი, ოზლემ ერი. ვიზიტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართულ-თურქული სამედიცინო თანამშრომლობის გაძლიერებას.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა კლინიკის კლინიკურ ონკოლოგებთან, სადაც განხილულ იქნა „კონსილიუმ მედულას“ გამოცდილება და წარმატებული შემთხვევები, ჩატარდა კონსილიუმი. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქული და ქართული ჯანდაცვის სისტემების შედარებასა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, რათა პაციენტებისთვის შეიქმნას უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი პირობები სრულყოფილი ონკოლოგიური სერვისების მისაღებად.
ვიზიტის ფარგლებში ოზლემ ერმა, კლინიკის კლინიკურ ონკოლოგებთან ერთად, კონსულტაცია გაუწია 37 პაციენტს.
„კონსილიუმ მედულა“ განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას, პაციენტებისთვის თანამედროვე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ონკოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად.