“კონსილიუმ მედულამ” წარმატებით დააკმაყოფილა 1300+ საერთაშორისო სტანდარტი და Accreditation Canada-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო

კლინიკა “კონსილიუმ მედულამ” წარმატებით გაიარა Accreditation Canada-ს საერთაშორისო შეფასების უმნიშვნელოვანესი ეტაპი და მიიღო პლატინის სერტიფიკატი." კონსილიუმ მედულამ" წარმატებით დააკმაყოფილა 1300+ საერთაშორისო სტანდარტი.

საერთაშორისო ექსპერტებმა სკრუპულოზურად შეაფასეს ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტი: კლინიკის დოკუმენტაცია და პროცედურები, ინფრასტრუქტურა,  უსაფრთხოების სისტემები, პაციენტთა უსაფრთხოების სტრატეგიები, პაციენტების ჩართულობის მექანიზმები და კომუნიკაციის ეფექტური პროცესები.

სერტიფიცირება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მომავლისკენ და ადასტურებს კლინიკა “კონსილიუმ მედულას” ერთგულებას დასავლური ღირებულებებისადმი.  ეს არის გარანტია იმისა, რომ კლინიკა პაციენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.