მაასტრიხტში გამართულ ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე კლინიკა “კონსილიუმ მედულას” ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა თამარ კახნიაშვილმა და კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა ივანე კილაძემ წარადგინეს ნაშრომი "ონკოპაციენტების ფინანსური საჭიროებების შესახებ".
ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე პროფესიონალები 72 ქვეყნიდან: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ონკოლოგები, პაციენტთა ადვოკატები განიხილავდნენ ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური საჭიროებების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
თამარ კახნიაშვილი საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტია, ის კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საქართველოში ონკოპაციენტების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად მიმართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად.