30.09.2024
„კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგებმა თამთა მახარაძემ, ცირა ქორთუამ, სალომე კორძაიამ, ელენე დოლმაზაშვილმა და ლაშა ხმალაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) ყოველწლიურ კონგრესში, რომელიც წელს ბარსელონაში ჩატარდა.
ESMO 2024-ის მიზანი იყო ტრანსლაციურ ონკოლოგიაში ცოდნის გაზიარება, კიბოს პრევენციის, სკრინინგისა და კვლევების ახალი მიღწევების მულტიდისციპლინური განხილვა, კლინიკური პერსპექტივების, ახალი დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდების გაანალიზება და დანერგვა.