„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები მადრიდში გამართულ ESMO-ს ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობდნენ

მადრიდში გამართულ ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების) ყოველწლიურ კონგრესში 2023 წლის 20-24 ოქტომბერს მონაწილეობდნენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები: თამთა მახარაძე, ცირა ქორთუა ელენე დოლმაზაშვილი, სალომე კორძაია; რეზიდენტი ლაშა ხმალაძე; ექთნები: ნინო ყრინტაშვილი, სალომე ფაცაცია და ეკატერინე ყიფიანი.  

ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის) კონგრესი კლინიკური მკვლევრების, ექიმების, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის უმნიშვნელოვანესი გლობალური ფორუმი და პროფესიული გამოცდილების გაცვლის პლატფორმაა.

ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე  განიხილეს  ონკოლოგიურ  პაციენტთა მკურნალობაში უახლესი სამედიცინო მიღწევები; ახალი აღმოჩენები კიბოს კლინიკური კვლევების, ტრანსლაციური მედიცინისა და ფუნდამენტალური მეცნიერების დარგში; პრაქტიკული გამოწვევები კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში, ასევე,  შესაძლებლობები ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

კონგრესის ფარგლებში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგმა თამთა მახარაძემ ქართველ და უცხოელ მკვლევართა ჯგუფთან ერთად წარადგინა ფილტვის ბრტყელუჯრედული კიბოს სემიპლიმაბით მკურნალობის კლინიკური კვლევის საანგარიშო პოსტერი ეფექტიანობის, უსაფრთხოების და პაციენტების  შეგრძნებების ანალიზის შესახებ. 

„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის შიდა კონფერენციებზე გაუზიარებენ კოლეგებს და აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.