კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგმა სალომე კორძაიამ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაინტერესებული ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის პრეზენტაციები ჩაატარა ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორების, პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტიანობის შესახებ.
World Vision Georgia-ს, „ბიბლუსი ჯგუფის“, „ტერა ბანკის“ თანამშრომლებთან შეხვედრები მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას ქალთა ჯანმრთელობის ყველაზე კრიტიკული საკითხის შესახებ. კლინიკის ექიმები მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გამართავენ როგორც ძუძუს კიბოს, ისე სხვა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის შესაძლებლობების გასაცნობად.
კამპანიაში - „ვარდისფერი ოქტომბერი“- მონაწილეობით, ძუძუს კიბოს რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ქალთა ინფორმირებით, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში.