„კონსილიუმ მედულას“ ფსიქოთერაპევტის, თამარ კახნიაშვილის სტატია IPOS-ის ოფიციალურ რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

„კონსილიუმ მედულას“ ფსიქოთერაპევტის, თამარ კახნიაშვილის სტატია „დეპრესიის პრევალენტობა ძუძუს კიბოთი დიაგნოსტირებულ ქალებში საქართველოში (Prevalence of Depression in Women Diagnosed with Breast Cancer in Georgia) გამოქვეყნდა ჟურნალში: The Journal of Psychosocial Oncology Research & Practice (109, ივლისი-სექტემბერი, 2023 წელი). ჟურნალი საერთაშორისო ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების (IPOS) ოფიციალური და  რეფერირებადი გამოცემაა.  

კვლევა, რომლის შედეგები  თამარ კახნიაშვილის სტატიაშია განხილული, სამი წელი  მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში დეპრესიის პრევალენტობა და მისი კავშირი სხვადასხვა ფაქტორებთან. კვლევის ძირითადი ნაწილი კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ განხორციელდა. 

„კონსილიუმ მედულა“ ულოცავს თამარ კახნიაშვილს საერთაშორისო აღიარებას.