„კონსილიუმ მედულას“ ფსიქიატრი თამარ კახნიაშვილი ფსიქო-ონკოლოგიის 24-ე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობდა, რომელიც მილანში (იტალია) 2023 წლის 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. კონგრესს 800 მონაწილე სტუმრობდა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
თამარ კახნიაშვილმა კონგრესზე წარადგინა მოხსენება "კორელაცია სოციალურ-დემოგრაფიულ ფაქტორებსა და დეპრესიას შორის ძუძუს კიბოს მქონე ქალებში (Correlation between socio-demographic factors and depression in Breast Cancer women)."
მოხსენებაში გაანალიზებულია იმ კვლევის შედეგები, რომელიც ძირითადად კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ჩატარდა და აჩვენებს კავშირს პაციენტების ფინანსურ მდგომარეობას, განათლების ხარისხს, უმუშევრობასა და დეპრესიას შორის.