2023 წლის 8 ივლისს კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოსა (Accreditation Canada) და კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა წარმართა Accreditation Canada-ს ექსპერტმა ალესანდრო ბურიანიმ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კლინიკის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალით დაკომპლექტებულმა ექვსმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში და აქტიურად იქნებიან ჩართული ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესში.
Accreditation Canada საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კლინიკა „კონსილიუმ მედულასა“ და Accreditation Canada-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2023 წლის მაისში გაფორმდა და აკრედიტაციის პროცესის პირველი ეტაპი 2025 წელს დასრულდება.