„კონსილიუმ მედულასა“ და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

26 მაისს მრავალპროფილური კლინიკა „კონსილიუმ მედულასა“ და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 
კონფერენციაზე განხილული იყო თანამედროვე მედიცინაში იმუნოთერაპიის მნიშვნელობა და ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

მონაწილეებმა მოისმინეს იმუნოთერაპიული მკურნალობის წარმატებული შემთხვევები ონკოლოგიაში, რევმატოლოგიასა და ნევროლოგიაში. 

„კონსილიუმ მედულას“ ქირურგებმა კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება და წარმოადგინეს მოხსენებები დიაგნოსტიკის და ქირურგიის თანამედროვე მიდგომებზე, მამოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ზოგად ქირურგიაში, გინეკოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში.

განხილული იყო შემდეგი თემები: 

  • ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს რადიკალური ჰისტერექტომია; 
  • ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის როლი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობაში; 
  • ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობა - მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია; 
  • ციტორედუქციული ქირურგია და ჰიპერთერმული   ინტრაპერიტონიალური ქიმიოთერაპია (HIPEC);
  • ენდოვენური ლაზერული აბლაცია.