2023 წლის მაისში „კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს (Accreditation Canada) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტები კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, არსებული პროცედურების და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებენ.
Accreditation Canada საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
„კონსილიუმ მედულას“ გუნდი იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში, რის შედეგადაც ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭება. აკრედიტაციის პროცესი 2025 წლამდე დასრულდება. აკრედიტაცია პაციენტებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების გარანტიას იძლევა.