09.10.2022
კონსილიუმ მედულას კლინიკური ონკოლოგები თამთა მახარაძე, ცირა ქორთუა და ნინო ხუფენია ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების) პარიზში გამართულ ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობდნენ.
ESMO-ს 2022 წლის კონგრესი მიეძღვნა ონკოლოგიურ მკურნალობაში სიახლეების გაცნობას, კლინიკური კვლევების შედეგების ანალიზს.
კონსილიუმ მედულას კლინიკური ონკოლოგები კონგრესზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის შიდა კონფერენციებზე გაუზიარებენ კოლეგებს და აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.