თამარ კახნიაშვილის მოხსენება ფსიქო-ონკოლოგიის 23-ე მსოფლიო კონგრესზე IPOS 2022 (ტორონტო, კანადა)

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოფსიქოლოგი და ფსიქიატრი თამარ კახნიაშვილი ფსიქო-ონკოლოგიის 23-ე მსოფლიო კონგრესზე IPOS 2022 მოხსენებით წარდგა.

კონგრესი კანადის ქალაქ ტორონტოში ჩატარდა.

მოხსენებაში, რომლის თემა იყო დეპრესიის პრევალენტობა ძუძუს კიბოთი დაავადებულ საქართველოში მცხოვრებ ქალებში, იმ კვლევის შედეგები იყო გაანალიზებული, რომელსაც თამარ კახნიაშვილი ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფთან ნინო ოკრიბელაშვილი (თსუ, საქართველო), ივანე კილაძე (კავკასიის მედიცინის ცენტრი, საქართველო), რიჩარდ ფილდინგი (ჰონგ კონგის უნივერსიტეტი) ერთად მრავალი წელია იკვლევს.

თამარ კახნიაშვილი საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების პროგრამული განვითარების ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და სამი საერთაშორისო კლინიკური კვლევის თანამკვლევარია.