2020 წლის 12 ნოემბრიდან "კონსილიუმ მედულას" თერაპევთა გუნდმა Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, თერაპევტის უფასო სატელეფონო კონსულტაცია და დაავადების დისტანციური მართვის სერვისი დანერგა. ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში კლინიკის თერაპევტებმა და უმცროსმა ექიმებმა 600-ზე მეტი კოვიდპაციენტი დისტანციურად მართეს.
პროგრამაში ჩართულები იყვნენ "კონსილიუმ მედულას" ექიმები: ნინო ნათაძე, ნინო რუსია, თამარ გაფრინდაშვილი, ანა ჩოჩია, ლანა ლაგვილავა, თემურ კაკუბავა, ნინო გაფრინდაშვილი და უმცროსი ექიმები: მარიამ ვაჭარაძე, ანა გვაზავა, სალომე კორძაია, მარიამ ფიჩხაია.
კლინიკაში Covid-19-ის პროტოკოლის შემუშავებას სათავეში ედგა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, "კონსილიუმ მედულას" ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის მიმართულების ხელმძღვანელი და კლინიკური კონსულტანტი თეიმურაზ ვასილიძე. მან კლინიკის გუნდს გაუზიარა დასავლური გამოცდილება და კვლევები, რასაც ჩვენი თერაპევტები კოვიდპაციენტების დისტანციურ მართვაში იყენებდნენ. თემურ ვასილიძეს აქვს მრავალწლიანი კლინიკური მოღვაწეობის გამოცდილება აშშ-ის კლინიკებში, ის არის ნიუ-ჯერსის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" მადლობას უხდის კლინიკის ექიმებს და უმცროს ექიმებს კოვიდპაციენტების მართვაში შეტანილი წვლილისთვის.