MD, MPH (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი); CBA (სერტიფიცირებული ბიზნეს ადმინისტრატორი).
განათლება და პროფესიული გამოცდილება
ტარიელ თოდუა არის დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი და სერტიფიცირებული ბიზნეს ადმინისტრატორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა ორთოპედია-ტრავმატოლოგიის კლინიკური რეზიდენტურა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლება მიიღო International School of Public Health-ში და SUNY Albany-ში (აშშ). ასევე ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების სერტიფიკატს თავისუფალი უნივერსიტეტიდან.
მას აქვს 18 წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, მათ შორის, კლინიკის მართვის, ხარისხის აუდიტისა და რეგიონული ადმინისტრირების მიმართულებით. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სექტორებში. იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) კლინიკური აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, სს „ევექსის“ რეგიონალური კოორდინატორი და სს „საქართველოს კლინიკების“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი.