თანამდებობა:
მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი
მარიამ თაბაგარი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. ფლობს ESM-თბილისის ბაკალავრის დიპლომს. ასევე, არის თბილისის თავისუფალი უნივესიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი MBA.
2005 წლიდან მუშაობს ბიზნესის სექტორში. მისი 17 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საკონსულტაციო, სარეკლამო, კორპორაციულ და სამედიცინო სფეროებს. 2013 წლიდან ჩაერთო საერთაშორისო კლინიკური კვლევების მენეჯმენტში და მას შემდეგ მუშაობს სამედიცინო სფეროში სტრატეგიული მენეჯმენტის, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
მარიამს აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება, იყო მიწვეული ლექტორი მარკეტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.