ექთნების გადამზადების პროგრამა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფუნქციონირებს ექთნების გადამზადების პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსებისაგან შედგება.

ექთნების გადამზადების პროგრამა პროფესიული საგანმანათლებლო ბაზაა, რომელიც ქმნის როგორც კლინიკის ახალი კადრების მომზადების პირობებს, ასევე, კლინიკაში დასაქმებული ექთნების რეგულარული გადამზადებისა და მუდმივი განვითარების პროცესში ჩართვის შესაძლებლობას.

"კონსილიუმ მედულას" საექთნო სამსახური იმავდროულად წარმოადგენს "საქართველოს უნივერსიტეტის" ჯანდაცვის სკოლის ბაზას, სადაც უნივერსიტეტის საექთნო სკოლის უცხოელი სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ამ პროცესში სტუდენტებს თავის პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას, უნივერსიტეტის პედაგოგებთან ერთად, კლინიკის ექთნებიც უზიარებენ. 

 კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ექთნები, ასევე, მონაწილეობენ კლინიკურ კვლევებში, როგორც კვლევის გუნდის, ისე ეთიკური კომისიის წევრის ფუნქციით.