05.05.2022
ვის შეუძლია კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" კოლორექტული კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქალებსა და მამაკაცებს, 50-იდან 70 წლის ასაკის ჩათვლით. უფასო კვლევების ჩატარება შესაძლებელია 2 წელიწადში ერთხელ.
Რას მოიცავს კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამა
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება :
- გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
- ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT)
- საჭიროების შემთხვევაში:
- კოლონოსკოპიური კვლევა
- კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება
- ჰისტოლოგიური კვლევა
ჩაერთეთ სკრინინგის პროგრამაში! Შეავსეთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02