ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა
ფილტვის კიბოს სკრინინგში ჩართვა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე 45-75 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
თუ ხართ 45-დან 75 წლამდე მწეველი ან თავი დაანებეთ მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში, თქვენთვის კვლევები უფასოდაა ხელმისაწვდომი.
რას მოიცავს ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა მოიცავს დაბალი დოზით კომპიუტერული ტომოგრაფიას (LDCT), 2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც გაუძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი. შეფასება მოხდება Lung-RADS-ის შკალის მიხედვით.
დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია (LDCT) სწრაფი, არაინვაზიური და უმტკივნეულო კვლევაა, რომელიც ფილტვების დეტალურ გამოსახულებას გვაძლევს. დაბალდოზირებული CT ნიშნავს, რომ გამოსხივების დოზა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი გულმკერდის CT კვლევისას.
ჩაერთეთ კიბოს სკრინინგის პროგრამაში! Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02