იოსებ მურმანიშვილის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სამედიცინო ცენტრებში.
პროფესიული კარიერის განმავლობაში იგი საქმიანობდა წამყვან ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში („ავერსის კლინიკა“, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, „ნიუ ჰოსპიტალი“, „ლანცეტი“, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ალადაშვილის კლინიკა და სხვა).
მას აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება – მუშაობდა ქირურგ ორთოპედად აფრიკის კონტინენტზე Medical Support Solutions და IQARUS LTD-ში, EUTM მისიის ფარგლებში სომალისა და მალიში.
დაავადებები
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაზიანებები
- სპორტული ტრავმა
- მწვავე ტრავმა/მოტეხილობები
- მსხვილი სახსრების დაავადებები
სერვისები
- ტრავმული დაზიანებების ოპერაციული მკურნალობა
- ართროსკოპიული ქირურგია
- მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება
- ძვალ-სახსროვანი და კუნთოვან-მყესოვანი აპარატის პათოლოგიების ინექციური მკურნალობა (პლაზმოთერაპია - PRP-Therapy და სახსარშიდა ინიექციები)
1999–2006 წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო), დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი მედიცინაში.
2007–2009 წ. - ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის განყოფილება ო. ო. ბოგომოლეცის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი (კიევი, უკრაინა), ორთოპედ–ტრავმატოლოგის დიპლომი.
2010 წ. - ტრეინინგი „ორთოპედია–ტრავმატოლოგია“, ანკარა, ათათურქის სახელობის ჰოსპიტალი (ანკარა, თურქეთი)
2011 წ. - სასერტიფიკაციო კურსი ართროსკოპიაში, კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკა (კლაიპედა, ლიეტუვა)
- საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი (GSOT)
- ართროსკოპიის, მუხლის ქირურგიისა და ორთოპედიული სპორტული მედიცინის საერთაშორისო საზოგადოება (ISAKOS)
“საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სამსახურის მედალი”
გაცემულია: საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ
ევროკავშირის წვრთნის მისია, სომალი (EUTM), 2017 წელი