ალექსი თიღილაური

ალექსი თიღილაური 2025 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგია. ის ხელმძღვანელობს მტევნის ქირურგიისა და რეაბილიტაციის ცენტრს.

ალექსი  თიღილაურის  საექიმო საქმიანობა მოიცავს ენქრონდრომისა და სხვა რბილი ქსოვილების, ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეების, სახსრების დაზიანებების, თითების მოხრითი  დეფორმაციის, კარპალური და გვირაბის სინდრომების, ჰიგრომის, განგლიოზური ცისტის, ოსტეოიდ-ოსტეომას, ნოტისა და დეკერვენის დაავადებების მკურნალობას; ასევე, წინამხრის, მაჯისა და მტევნის მოტეხილობების, თითებისა და მაჯის პოსტტრავმული კონტრაქტურების, რბილი ქსოვილების დამწვრობის შემდგომი დაზიანებების, ნაწიბუროვანი პათოლოგიების, ნერვების, სისხლძარღვების, მყესების, იოგების დაზიანებების ქირურგიულ მკურნალობას.

ალექსი  თიღილაური 2013-2017 წლებში მუშაობდა მტევნის ქირურგად ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, 2015-2024 წლებში იყო ორთოპედი, ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგი ჯერ ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალში, შემდეგ წლებში ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში და კლინიკა ‘’ჯერარსში’’;  2016 წლიდან დღემდე არის პედიატრიული “პრივატ კლინიკის” ორთოპედი, ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგი. 

დაავადებები

  • კარპალური და სხვა გვირაბის სინდრომები
  • ჰიგრომა
  • განგლიოზური ცისტა, ოსტეოიდ-ოსტეომა, ენქრონდრომა და სხვა რბილი ქსოვილისა და ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები
  • სახსრების დაზიანებები: თითების და მაჯის ართროზი და ართრიტი
  • დიუპიუიტრენის კონტრაქტურა - თითების მოხრითი  დეფორმაცია გამოწვეული ხელისგულის აპონევროზის ფიბროზის გამო
  • ნოტის დაავადება (მოტკაცუნე თითის სინდრომი, მასტენოზირებელი ლიგამენტიტი)
  • დეკერვენის დაავადება - პირველი თითის გამშლელი მყესის ანთებითი დაზიანება, რომელიც გამოიხატება ტკივილით მაჯის არეში
  •  წინამხრის, მაჯისა და მტევნის მწვავე და ხანდაზმული მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა
  • თითებისა და მაჯის პოსტტრავმული კონტრაქტურების ქირურგიული მკურნალობა
  • თანდაყოლილი პათოლოგიები: პოლიდაქტილია, სინდაქტილია, ბრახიდაქტილია და სხვ.
  • რბილი ქსოვილების დამწვრობის შემდგომი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
  • ნაწიბუროვანი პათოლოგიები
  • ნერვების, სისხლძარღვების, მყესების, იოგების და სხვ. სტრუქტურების დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა

განათლება

2003-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ბაკალავრი;

2010-2012 წწ. ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის რეზიდენტურა მტევნის ქირურგიის განხრით.

პროფესიული ასოციაციების წევრობა

ალექსი თიღილაური არის საქართველოს მტევნის ქირურგიის ასოციაციის წევრი.