თორნიკე გახოკიძე, MD

თორნიკე გახოკიძის  საექიმო საქმიანობა მოიცავს ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას.

თორნიკე გახოკიძე არის საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ზოგად ქირურგიაში.

დაავადებები

  • სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური და არაონკოლოგიური პათოლოგიები;
  • ფარისებრი ჯირკვლის და თავ-კისრის ორგანოების პათოლოგიები, რომლებიც ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას;
  • კანისა და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.

დიაგნოსტიკური ქირურგიული მანიპულაციები 

  • COR-ბიოფსია
  • FNA-ბიოფსია 
  • კანის Punch-ბიოფსია
  • ძვლის ტრეპანობიოფსია
  • ძვლის ტვინის ასპირაცია
  • ინციზიური და ექსციზიური ბიოფსიები

ქირურგიული ოპერაციები

  • ყველა სახის ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე-მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია;
  • ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე რეგიონული ლიმფური კვანძების დისექციით, ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენებით;
  • კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა-პლასტიკა კანის როტაციული ნაფლეთების გამოყენებით;
  • ქირურგიული ოპერაციები თავ-კისრის ორგანოებზე.

განათლება

2010-2016 წწ. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო საქმე

2019-2023 წწ. კლინიკა „ევექსი“, რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში
 

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • ევროპის ქირურგ ონკოლოგთა ასოციაციის (ESSO) წევრი
  • საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის წევრი
  • საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წევრი
გამოქვეყნებული პუბლიკაციები

დავით გიორგაძე, ზურაბ ზედგინიძე, სპირიდონ სანიკიძე, ალექსანდრე ნეშუმაშვილი,დიმიტრი ლიპარტელიანი, თორნიკე გახოკიძე: “ღვიძლის ექტოპიური წილის მარჯვენამხრივი სუპრადიაფრაგმული მდებარეობა”. გ.ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნე,  2023, №11;
DOI: https://doi.org/10.48412/GTBGS.2023.11.58-60