ლევან გოჩიაშვილი, MD

ლევან  გოჩიაშვილი კლინიკა "კონსილუმ მედულას"  ტრავმატოლოგ-ორთოპედია. 

ლევანის საექიმო საქმიანობა მოიცავს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდებით მკურნალობას, როგორიცაა: მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების ენდოპროტეზირება;  მხრის, ლავიწის, ბეჭის, მენჯის, ბარძაყის, წვივის, ტერფის ძვლების მოტეხილობის ქირურგია; კიდურების კუნთოვან-მყესოვანი, იოგოვანი აპარატის დაზიანების ქირურგიული წესით აღდგენა; ძვლის ან რბილ/ქსოვილოვანი სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა.

დაავადებები
 

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულება და მკურნალობის მეთოდები:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება/რეენდოპროტეზირება
  • მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება/რეენდოპროტეზირება
  • მუხლის სახსრის ართროსკოპია-მენისკექტომია/ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია
  • სახსრების ართროდეზი
  • ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის კორექცია
  • ტერფის სხვა თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაციის კორექცია
  • მტევნის ქირურგია (გამშლელი და მომხრელი მყესების აღდგენა, მტევნის ფალანგების და მეტაკარპალური ძვლების მოტეხილობის შიდა და გარეგანი ფიქსაციები (ოსტეოსინთეზი ჩხირებით, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი ოსტეოსინთეზი)
  • მხრის/ლავიწის/ბეჭის ძვლის მოტეხილობის ქირურგია (შიდა და გარეგანი ფიქსაციები, ჩხირებით, ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღეროთი, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი აპარატით)
  • წინამხრის ძვლების ქირურგია (შიდა და გარეგანი ფიქსაციები, ჩხირებით, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი აპარატით)
  • მენჯის ძვლების მოტეხილობის ქირურგია (შიდა და გარეგანი ფიქსაციები, ჩხირებით, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი აპარატით)
  • ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ქირურგია (შიდა და გარეგანი ფიქსაციები, ჩხირებით, ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღეროთი, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი აპარატით)
  • წვივის ძვლების მოტეხილობის ქირურგია (შიდა და გარეგანი ფიქსაციები, ჩხირებით, ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღეროთი, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი აპარატით)
  • ტერფის ძვლების მოტეხილობების ქირურგია (შიდა და გარეგანი ფიქსაციები, ჩხირებით, ფირფიტით და ჭანჭიკებით, არაკეროვანი აპარატით)
  • კიდურების კუნთოვან-მყესოვანი, იოგოვანი აპარატის დაზიანების ქირურგიული წესით აღდგენა
  • ძვლის ან რბილ/ქსოვილოვანი სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა

განათლება

2004-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი 
2011-2013 წწ. ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მინსკი , ბელორუსია), ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრა, კლინიკური ორდინატურა