ნიკოლოზ ფრუიძე

MD., PhD., მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 


განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა

ნიკოლოზ ფრუიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ა. ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (მოსკოვი, სსრკ);  მუშაობდა  კლინიკურ ორდინატორად, 1984 წლიდან კი-ასპირანტად.

1987 წელს  ნიკოლოზ  ფრუიძეს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (საქართველო). 

ნიკოლოზ ფრუიძეს აქვს 40-წლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება: მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ჰოსპიტალური ქირურგიის კათერდის ასისტენტად, თსსუ N1 ქირურგიული კათედრის დოცენტად, პროფესორად. 

ნიკოლოზ ფრუიძეს გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო ნაშრომი. 2017 წელს ნიკოლოზ ფრუიძე აირჩიეს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის ქირურგიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2020 წელს- პროფესორად და ქირურგიის მიმართულების  ხელმძღვანელად, ასევე, მედიცინის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელად. 

აქტიურად იკვლევს ბაქტერიოფაგებით ქირურგიული ინფექციების მკურნალობის საკითხებს.


სამუშაო გამოცდილება

  • 1987 წ. - ახალშობილთა და ბავშვთა გულის ქირურგიის განყოფილების ქირურგი  (მოსკოვი, რუსეთი);
  • 1988-2006 წწ. - ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, შემდეგ დოცენტი და პროფესორი;
  • 1998-2001 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  • 2001-2003 წწ. - ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი; 
  • 2004-2011 წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრი;
  • 2012 წ. - ნ.ფრუიძის ტელემედიცინის კლინიკის დამფუძნებელი,  პრაქტიკოსი- ქირურგი;
  • 2015 წ. - საქართველოს ჯანმრთელობის ინსტიტუტი, ელიავას სახელობის ფაგოთერაპიის ცენტრი,  ქირურგი-კონსულტანტი.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობა

2006 -2009 წწ. - ნიკოლოზ ფრუიძე აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO ევროპის რეგიონული ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად; ასევე, UNESCO-ს ჯანდაცვისა და განათლების საბჭოს წევრად.