წარმოების ეკონომიკისა და მართვის მაგისტრი
განათლება და პროფესიული გამოცდილება
ირაკლი არდაშელია არის ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; მინიჭებული აქვს წარმოების ეკონომიკისა და მართვის მაგისტრის ხარისხი; არის სადოქტორო პროგრამის - „ჯანდაცვის მენეჯმენტის თავისებურებები საქართველოში“ - დოქტორანტი.
აქვს 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში. 2003-2016 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებში, მონაწილეობდა მუნიციპალური ქონების მართვისა და განკარგვის, ქალაქის რეკრეაციული ზონების განვითარებისა და მართვის სფეროების რეფორმების პროცესში.
2016 წლიდან კლინიკა "კონსილიუმ მედულას" მმართველი გუნდის წევრია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს კლინიკის ინფრასტრუქტურული, სამეურნეო, ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ბიზნეს-პროექტების მართვას.
კვლევები და პუბლიკაციები
- "სტრატეგიული მენეჯმენტის ზოგიერთი საკითხი ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის პირობებში და იტალიის გამოცდილება." ჟურნალი "ბიზნესი და კანონმდებლობა," 2020 წელი.
- "განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ჯანდაცვაში სტრატეგიული მართვის აუცილებლობის შესახებ." ჟურნალი "ბიზნესი და კანონმდებლობა," 2020 წელი.