MD, MHM (ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი (PhD)
განათლება და პროფესიული გამოცდილება
ანა ბოლქვაძე არის დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი. დამთავრებული აქვს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი MHM, არის საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი.
11 წელია მუშაობს ჰოსპიტალურ სექტორში ადმინისტრაციულ პოზიციებზე. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის/პროგრამების იმპლემენტაციას, მონიტორინგს და შეფასებას, ჰოსპიტალურ მენეჯმენტს. არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
პროფესიული წევრობა
საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის GACI წევრი
კვლევები და პუბლიკაციები
- წიგნის ავტორი: "სამედიცინო დაწესებულების არქივი," 2019 წელი.
- ტექნიკური რედაქტორი: ყოველწლიური ჟურნალი "Critical Care & Catastrophe Medicine," მე-7-8 გამოცემა.
- წიგნის რედაქტორი: "Sepsis," 2012 წელი.