"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას ნევროლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N6გ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ფუნქციები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მოძიება;
- ექიმთან ჩაწერილი პაციენტების რიგის მართვა;
- კონსულტაციის დასრულების შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტის მოთავსება სამედიცინო ბარათში;
- სამედიცინო ბარათის ჩაბარება დანიშნულებისამებრ;
- პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე;
- ჩაწერილი პაციენტების მიღება და მომსახურეობის გაწევის უზრუნველყოფა;
- პაციენტის პროცედურებისათვის მომზადება;
- პაციენტისთვის ჩასატარებელი პროცედურების განმარტება (ჩასატარებელი კვლევის, საგარანტიო დოკუმენტაციის წარმოების წესის განმარტება);
- ვიზიტზე ჩაწერილი პაციენტისთვის შეკვეთის გაკეთება:
- ანალიზები;
- გამოკვლევები;
- დანიშნულებისამებრ წარსადგენი ფორმა 100 წარმოება და გაცემა პაციენტებისათვის;
- ექიმის მეთვალყურეობით, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება, საჭირო დოკუმენტაციის მოთავსება;
- ხელმძღვანელის დავალებების/მითითებების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- სასურველია ნევროლოგიის მიმართულების რეზიდენტობა.
აუცილებელი უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
- აქტიური მოსმენის უნარი
- გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენთან დაგხვდებათ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 30 სექტემბრამდე . გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ნევროლოგის ასისტენტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
„კონსილიუმ მედულა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.