კონსილიუმ მედულა“ 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. „კონსილიუმ მედულა“ ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
„კონსილიუმ მედულა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 6გ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 875 ლარი(დარიცხული)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში შემოსულ პირებთან კომუნიკაცია და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და პაციენტისთვის მიწოდება.
- პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.
- პაციენტების რიგის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) ჩაითვლება უპირატესად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია.
- მომხმარებელთან ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები.
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
- მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.
- პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა.
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 13 სექტემბრამდე . გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სივრცის კონსულტანტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
„კონსილიუმ მედულა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.