ბუღალტერი

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. 

„კონსილიუმ მედულა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს  ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის ფინანსური/საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
  • საგადასახადო და ფინანსური ანგარიშების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, IFRS სტანდარტებთან შესაბამისობაში
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და აქტივების აღრიცხვა;
  • ხელფასების და ანგარიშსწორებების მართვა;
  • თანამშრომლობა აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან;
  • ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი.
  • სხვადასხვა სახის სტატისტიკური ანგარიშების მომზადება 
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრული ან ფინანსური განათლება (ბაკალავრი), დამატებითი განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში (სასურველია სამედიცინო სფეროში);
  • ბუღალტრული პროგრამების (მაგ., ORIS, 1C ან სხვა) ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • საბანკო ოპერაციებთან და ანგარიშგებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა 
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი 
  • გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 10 მარტამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.