ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა

 

ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამაში ჩართვა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე 25-70 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი. 

კვანძოვანი პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში კვლევები ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ. კვანძოვანი პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პროგრამით განმეორებითი კვლევების სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი – 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ.

Რას მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა

პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში: 
    • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
  • ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში:
    • თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა სისხლში
    • ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა

ჩაერთეთ კიბოს მართვის პროგრამაში! Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02

განაცხადის ფორმა