სიახლეები

  • ენდოვიდეო ქირურგიის სასწვლო ცენტრის დაფუძნების ფარგლებში ჩვენს კლინიკაში პირველი სასწავლო ონლაინ ტრანსლაცია გაიმართა.  იტალიის ქ. მოდენას კლინიკიდან, სადაც 83 წ. ქალს, ასწვრივი კოლინჯის სიმსივნით, ჩაუტარდა მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია რობოტის გამოყენებით. ოპერაციას იტალიაში უძღვებოდა დოქტორი მიქაელა პიკოლი. თბილისიდან კომენტარს აკეთებდა პროფესორი ჯანლუიჯი მელოტი.

  • ჩვენი კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში ურთულესი და საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის ( pT4aN1M0,მე-4 სტადია) დიაგნოზით 65 წ. მამაკაცს რამდენიმე ორგანოს და ლიმფური კვანძების ამოკვეთა დასჭირდა. კერძოდ, ჩატარდა რადიკალური ცისტპროსტატექტომია, მარჯვენა მხრივი ნეფროქტომია, მცირე მენჯის და აორტის გასწვრივი ლიმფური კვანძების ამოკვეთა და მარცხენამხრივი ურეთეროკუტანეოსტომია. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა და პაციენტი სახლში გაეწერა. ოპერაციას უძღვებოდა კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ადეიშვილი.   ჩვენს კლინიკაში 20 წლის მამაკაცს სათესლე პარკის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ჩაუტარდა ორ ეტაპად ოპერაციული მკურნალობა. სიმსივნის მეტასტაზები გავრცელებული იყო რეტროპერიტონეულ ლიმფურკვანძებში. პირველ ეტაპზე  ჩატარდა ოპერაცია – ორხფუნიკულექტომია,  შემდგომ ეტაპზე შესრულდაოპერაცია – რეტროპერიტონეალური ლიმფადენექტომია, თირკმლის ვენის კიდითი რეზექცია და შარდსაწვეთის ზედა მესამედის რეზექცია სიმსივნის ინვაზიის გამო და ურეთერო–ურეთეროსტომია სტენტზე.ოპერაციას უძღვებოდა ჩვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი  გიორგი ადეიშვილი.   

  • ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის მერიის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე აქციის ფარგლებში. 1. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25 დან 60 წლამდე ქალებში, რაც ითვალისწინებს: PAP-ტესტს (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. 2. პროსტატის გამოკვლევა 50 დან 70 წლამდე მამაკცებში, რაც ითვალისწინებს: PSA-ტესტი (პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა) გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. 3.მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50 დან 70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს: FOBT ტესტი ( ტესტი ფარულ სისხლდენაზე) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. ჩვენი ქოლ-ცენტრის ნომერია 32 2 122 002 დარეკეთ ყოველდღე, კვირის გარდა 10.00-18.00 შაბათს 10.00-14. 00

  • მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფართოდაა დანერგილი ენდო-ვიდეო ქირურგიული მკურნალობა, რაც დიდი განაკვეთის გარეშე ე.წ. „უსისხლო ოპერაციას“ გულისხმობს. ასეთი ოპერაციები ხასიათდება ნაკლები ქირურგიული ტრავმით და შესაძლებელს ხდის  პაციენტები მოკლე ვადაში გაეწერონ სტაციონარიდან.

  • ორი კვირის წინ კიდევ ერთი ისეთი ოპერაცია გაკეთდა ჩვენს კლინიკში, რომლის მსგავსი ქართველი ქირურგების პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა. პაციენტს, რომელსაც ფილტვის პერიფერიული კიბო დაუდგინდა, დასჭირდა მარჯვენა ფილტვის ​ზედა ნაწილის მოკვეთა (ლობექტომია). ასევე მოსცილდა მას ფილტვის კარის, ბიფურკაციული და ტრაქეობრონქული კუთხის და პარატრაქეული ლიმფური კვანძები. ოპერაცია თორაკოსკოპკული, ანუ უსისხლო მეთოდთ შეასრულა ჩვენი კლინიკის ქირურგთა გუნდმა ​პროფესორ დავით გიორგაძის​ (Phd), ზურაბ ზედგინიძის (MD) გიორგი ჩადუნელის (Doc​t​or​'s​ assistante) შემადგენლობით. ასეთი რთულ ოპერაცია ანესთეზიის განსაკუთრებულ რეჟიმში ტარდება. კერძოდ, ჩვენმა სპეციალისტებმა ნუგზარ კინკრიაშვილმა და ირაკლი მჟავანაძემ ფილტვების განცალკევებით ვენტილაციის ​პირობები შექმნეს​. ​ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დიაგნოზი მორფოლოგიურადაც დადასტურდა, თუმცა, საბედნიეროდ, კვანძებში მეტასტაზები არ აღმოჩნდა. თორაკოსკოპიული, დამზოგავი ჩარევის გამო კი პაციენტი 4 დღეში განკურნებული გაეწერა კლინიკიდან.  

  • სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საშუალო მედპერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია. საქართველოში მოქმედებს  საექთნო-საბაკალავრო პროგრამა, თუმცა  სწავლის მსურველთა სიმცირის გამო ჩვენს სამედიცინო ბაზარზე კვალიფიციური ექთნების მწვავე ნაკლებობაა.

  • პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით.  45 წლის პაციენტს პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა აორტის რკალის დონეზე ჰქონდა განლაგებული, რაც პაციენტთა მხოლოდ 2-6 %-ში გვხვდება. ამ დაავადებას აქვს მძიმე სიმპტომები: ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ტკივილი ძვლებში, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება, გახშირებული შარდვა და ყაბზობა, მოტეხილობები. ადენომის იშვიათი მდებარეობა ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო ართულებდა. წინასაოპერაციო კვლევები და მომზადება პაციენტს კლინიკის მთავარმა ენდოკრინოლოგმა ლიკა პერტაიამ ჩაუტარა. ოპერაცია გააკეთა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ბაკურ არაბულმა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა კლინიკის მთავარი თორაკალური ქირურგი დავით გიორგაძე. თორაკოსკოპიით, ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით ადენომის ამოკვეთამ პაციენტს აარიდა მკერდის ძვლის ან ნეკნთაშორის ჭრილობით მძიმე და ტრავმული ჩარევა, რასაც ხანგრძლივი და სარისკო რეაბილიტაცია დასჭირდებოდა. პაციენტი 2 დღეში გაეწერა კლინიკიდან და ამბულატორიულად მკურანლობს ანთების საწინააღმდეგო და კალციუმის შემავსებელი მედიკამენტებით. ვულოცავთ ბაკურ არაბულს და მთელს გუნდს რთული ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, ხოლო ჩვენს ყველა პაციენტს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!    

  • კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ცნობილი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელმაც საქართველოში, კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა.

  • ჩვენს კლინიკაში 20 წლის მამაკაცს სათესლე პარკის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ჩაუტარდა ორ ეტაპად ოპერაციული მკურნალობა. სიმსივნის მეტასტაზები გავრცელებული იყო რეტროპერიტონეულ ლიმფურ კვანძებში. პირველ ეტაპზე  ჩატარდა ოპერაცია – ორხფუნიკულექტომია,  შემდგომ ეტაპზე შესრულდა ოპერაცია – რეტროპერიტონეალური ლიმფადენექტომია, თირკმლის ვენის კიდითი რეზექცია და  შარდსაწვეთის ზედა მესამედის რეზექცია სიმსივნის ინვაზიის გამო და ურეთერო–ურეთეროსტომია სტენტზე. ოპერაციას უძღვებოდა ჩვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ადეიშვილი.

  • ''კონსილიუმ მედულა'' აგრძელებს ექთნების სამსახურის გაძლიერებას. მორიგი ტრენინგი ინფექციის კონტროლის თეორიული და პრაქტიკული კურსით დაიწყო. ახალ მეთოდებს საექთნო საქმეში მუდმივად ეცნობა ჩვენი კლინიკის როგორც ახალი, ისე ძველი პერსონალი.ექთნების კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია ''კონსილიუმ მედულას'' ეფექტიანი მუშაობისთვის.

  • უროლოგიური განყოფილება გთავაზობთ თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობას უახლესი მეთოდით. ეს არის დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსია, რომელიც კეთდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ და საშუალოდ 1 სააათი გრძელდება. პროცედურა არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმატული, ფაქტობრივად უმტკივნეულო, მაღალეფექტური (ეფექტურობა აღწევს 97%) და არ საჭიროებს სტაციონარში განტავსებას, რადგან პაციენტი პროცედურიდან 1-2 საათში მიდის სახლში. ჩვენებები პროცედურის ჩატარების ჩვენებებია 0,5-დან 2,5 სანტიმეტრამდე კენჭოვანი წარმონაქმნები და თირკმლის კოლიკა (ჭვალი) გამოწვეული ასევე კენჭის არსებობით. პაციენტის  მომზადება პროცედურის წინ პაციენტი სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. ანთებითი პროცესების არსებობისას პროცედურის წინ ტარდებაანტიბიოტიკოთერაპია, ინფუზიური თერაპია, პაციენტს აძლევენ ვიტამინებსა და იმ პრეპარატებს, რომლებიც თირკმელში სისხლისმიკროცირკულაციას აუმჯობესებს. ეს იძლევა თირკმლის მომზადების საშუალებას, ამცირებს გართულებათა ალბათობას, აჩქარებსრეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება შარდსაწვეთის სტენტირება. დისტანციურ ლითოტრიფსიას აქვს სხვადასხვა ტიპის უკუჩვენებები: ტექნიკური: ურატული კენჭები, ხერხემლის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციები, მე 3–4  ხარისხის სიმსუქნე. ზოგადსომატური: კოაგულოპათიები, ანტიკოაგულანტების მიღება, მენსტრუაცია, ნებისმიერი მწვავე  ჩირქოვანი და ანთებითიპროცესის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავების პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავებისპერიოდში, გულის ფუნქციის დარღვევები (მოციმციმე არითმია, რითმის ხელოვნური მარეგულირებელი, გულ-ფილტვისუკმარისობა), სხვა თანმხლები დაავადება დეკომპენსირებულ სტადიაში, ორსულობა. უროლოგიური: თირკმლის სიმსივნე და თირკმლის კავერნოზული ტუბერკულოზი, საშარდე გზების მწვავე ინფექციური პროცესი, თირკმელების ფუნქციის 50%-ზე მეტით დაქვეითება. პროცედურის შესაძლო გართულებები: თირკმლის ჰემატომა ჰემატურია შარდგამომყოფი გზების ობსტრუქცია გახშირებული შარდვა ტკივილი და წვა შარდვისას პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია: სპაზმოლიტიკი, ანალგეტიკი ანტიბიოტიკი სითხეების ჭარბად მიღება გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ფილმში აღწერილია საქართველოში ერთ-ერთი პირველი და ინოვაციური, მრავალპროფილური კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' მათავარი მიმართულებები და ძირითადი ღირებულებები.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა