
დაგეგმეთ თქვენი უსაფრთხო ვიზიტი კლინიკაში “კონსილიუმ მედულა”
გთხოვთ, კლინიკაში ვიზიტამდე გაეცნოთ და დაიცვათ უსაფრთხოების წესები:
- გთხოვთ, წინასწარ დაგეგმოთ კლინიკაში ვიზიტი.
ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ტელეფონით (ცხელი ხაზი: (032) 212 20 02) ან ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით. - კლინიკაში ვიზიტამდე ტარდება წინასწარი სატელეფონო გამოკითხვა რისკის შემცველი გარემოებების გამოსავლენად.
- კლინიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი პაციენტები.
- პაციენტის თანმხლები პირი კლინიკის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
- კლინიკის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.
- კლინიკის ტერიტორიაზე შესვლისას აუცილებელია ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით და დეზობარიერის გავლა.
- კლინიკის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა ვიზიტორმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი.
კლინიკაში ყოფნისას აუცილებელია:
- პირბადის ტარება;
- ხელების რეგულარული დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
კლინიკის პერსონალის, პაციენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების დასაცავად, კლინიკის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, კლინიკის მთელ ტერიტორიაზე რუტინულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.