დავით ყარსიმაშვილი, MD

დავით ყარსიმაშვილის 18-წლიანი საექიმო საქმიანობის სფერო მოიცავს ონკოგინეკოლოგიას, ლაპაროსკოპიულ და ვაგინალურ ქირურგიას, უროგინეკოლოგიას. მას შესრულებული აქვს  6000-ზე მეტი გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური ოპერაცია, როგორც მუცელკვეთით, ისე ლაპაროსკოპიული და ვაგინალური მიდგომით.

დავით ყარსიმაშვილი არის ორი საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი.

დაავადებები
 

  • საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები:  
    • ენდონეტრიუმის ჰიპერპლაზია, ენდომეტრიუმის პოლოპოზი, ენდომეტრიუმის პოლოპი
    • საშვილოსნოს ლორწქვეშა (სუბმუკოზური) მიომა
    • საშვილოსნოს სრული და არასრული ძგიდე
    • საშვილოსნოს ენდომეტრიოზი
  • საშვილოსნოს დანამატის პათოლოგიები: 
    • საკვერცხის კისტა, ჰიდროსალპინგსი, პიოსალპინგსი, საკვერცხის კისტის აპოპლექსია, საკვერცხის (დანამატის) შემოგრეხა, კვერცხსავალი მილის ორსულობა
    • ენდომეტრიოზი
    • უშვილობა
    • ექტოპიური ორსულობა
    • საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
 

  • საშვილოსნოს ყელის, ტანის, საკვერცხის, კვერცხსავალი მილის ავთვისებიანი სიმსივნეები
  • ვულვის, საშოს ავთვისებიანი სიმსივნეები
     

სერვისები
 

  • საშვილისნოს ღრუს პათოლოგიების დროს დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჰისტეროსკოპია;
  • ლაპაროსკოპიული ოპერაციები საკვერცხის კისტის, კვერცხსავალი მილის ორსულობის, ჰიდროსალპინგსის, საკვერცხის, დანამატის შემოგრეხის დროს (ჩვენების მიხედვით ორგანოს შენარჩუნებით);
  • უშვილობის ლაპაროსკოპიული დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • ენდომეტრიოზის ლაპაროსკოპიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს მიომის მკურნალობა ორგანოს შენარჩუნებით (მიომექტომია) ლაპაროსკოპიული მიდგომით;
  • საშვილოსნოს ტოტალური ამოკვეთა, როგორც ლაპაროსკოპიული, ისე მუცელკვეთით ან ვაგინალური მიდგომით;
  • საშვილოსნოს პროლაფსის (დაწევის) ქირურგიული მკურნალობა სინთეზური ბადის გამოყენებით ლაპაროსკოპიული და ვაგინალური მიდგომით;
  • საშოს პლასტიკური ოპერაციები;
  • შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა ბადის გამოყენებით (TOT ოპერაცია);
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა-რადიკალური ჰისტერექტომია (ლაპაროსკოპიით, ლაპაროტომიით);
  • საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა: ჰისტერექტომია, მენჯის, პარააორტული ლიმფური კვანძების ამოკვეთა (ლაპაროტომიით, ლაპაროსკოპიით);
  • საკვერცხის კიბოს ქირურგიული მკურნალობა-პერიტონეუმის ფართო ამოკვეთა;
  • HIPEC ინტრაოპერაციული ჰიპერთერმული ქიმიოთერაპია;
  • ვულვის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა: რადიკალური ვულვექტომია რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთით;
  • საშოს ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა;
  • რეციდიული გინეკოლოგიური სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.

განათლება

1997-2003 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი 
2003-2005 წწ. დიპლომისშემდგომი განათლების მედიცინის აკადემია (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), კლინიკური ორდინატურა

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • ევროპის ვისცერულ ქირურგთა (ESSO) ასოციაციის წევრი
  • საქართველოს ვისცერულ ქირურგთა ასოციაციის წევრი  
  • საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი