კარინა ბუცხრიკიძის 12-წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს ზოგადგინეკოლოგიური, ონკოგინეკოლოგიური და უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას. კარინა 2019 წლიდან კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ხელმძღვანელობს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას.
კარინა ბუცხრიკიძე 3 საერთაშორისო კლინიკური კვლევის თანამკვლევარია.
დაავადებები
- გენიტალური ინფექციები
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- კლიმაქტერული პერიოდის დარღვევები
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
- საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი და არაანთებითი დაავადებები
- შარდის შეუკავებლობა
- საშვილოსნოს დანამატის პათოლოგიები
სერვისები
- კოლპოსკოპია
- საშვილოსნოს ყელის ბიოფსია
- საშვილოსნოს ყელის კონიზაცია და კრიოთერაპია
- გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მკურნალობა
განათლება
1997-2003 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი
პროფესიული ასოციაციების წევრობა
- საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი