სოსო სანიკიძეს ჩატარებული აქვს 2500-ზე მეტი ოპერაცია სარძევე ჯირკვალზე, ფარისებრ ჯირკვალზე, კანსა და რბილ ქსოვილებზე, ასევე, თავ-კისრის ორგანოებზე, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის ღრუს ორგანოებზე. აქვს 15-წლიანი დამოუკიდებელი ქირურგიული საქმიანობის გამოცდილება.
სოსო სანიკიძე არის 2 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი, რვა მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაწილე.
სოსო სანიკიძე არის "საქართველოს უნივერსიტეტის" სამედიცინო ფაკულტეტის საერთაშორისო განყოფილების სტუდენტების მენტორი-ლექტორი ზოგად ქირურგიაში.
დაავადებები
- სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური და არაონკოლოგიური პათოლოგიები;
- ფარისებრი ჯირკვლის და თავ-კისრის ორგანოების პათოლოგიები, რომლებიც ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას;
- კანისა და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.
დიაგნოსტიკური ქირურგიული მანიპულაციები
- COR-ბიოფსია
- FNA-ბიოფსია
- კანის Punch-ბიოფსია
- ძვლის ტრეპანობიოფსია
- ძვლის ტვინის ასპირაცია
- ინციზიური და ექსციზიური ბიოფსიები
ქირურგიული ოპერაციები
- ყველა სახის ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე-მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია;
- ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე რეგიონული ლიმფური კვანძების დისექციით, ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენებით;
- კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა-პლასტიკა კანის როტაციული ნაფლეთების გამოყენებით;
- ქირურგიული ოპერაციები თავ-კისრის ორგანოებზე.
1996-2002 წწ. სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“, სამკურნალო ფაკულტეტი
2003-2007 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რეზიდენტურის კურსი ზოგად ქირურგიაში
- ევროპის ქირურგ ონკოლოგთა ასოციაციის (ESSO) წევრი
- საქართველოს ვისცერულ ქირურგთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის წევრი