ანტიგენის და ანტისხეულების სწრაფი ტესტების ჩატარება ბინაზე გამოძახებით

კლინიკა “კონსილიუმ მედულა” გთავაზობთ ანტიგენის და ანტისხეულების სწრაფი ტესტების ჩატარებას ბინაზე გამოძახებით.

  • SARS-COV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტი ბინაზე გამოძახებით - ფასი 80 ლარი
  • SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების სწრაფი ტესტი ბინაზე გამოძახებით - ფასი 70 ლარი

ტესტის პასუხს მიიღებთ იმავე დღეს ელ-ფოსტის მეშვეობით.

SARS-COV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტი

COVID-19-ის ანტიგენის დეტექციის ტესტის მიზანი ვირუსის ზედაპირული ცილის - ანტიგენის აღმოჩენაა. ანალიზისთვის გამოიყენება ცხვირ-ხახის ნაცხი.

საუკეთესო პერიოდი ტესტის ჩასატარებლად არის კონტაქტიდან 1 კვირის შემდეგ და სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირის განმავლობაში.

დადებითი პასუხი მიუთითებს კორონავირუსის არსებობაზე და გადამოწმებას არ საჭიროებს. უარყოფითი პასუხი მიუთითებს, რომ ცხვირ-ხახაში ამ ეტაპზე არ ვლინდება ვირუსული ანტიგენი, თუმცა Covid-19-ზე კლინიკური ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა გადამოწმება.

SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების სწრაფი ტესტი

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტით ხდება წარსულში გადატანილი ინფექციის დიაგნოსტირება. ანალიზისთვის გამოიყენება სისხლის ნიმუში. ტესტის ჩატარება რეკომენდებულია კოვიდ-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან, სულ მცირე 14 დღის შემდეგ.

დადებითი IgG პასუხი მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე.

კლინიკის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, ლაბორატორიის ბინაზე გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში.

ლაბორატორიის გამოსაძახებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02 ყოველდღე, 09:00 სთ-იდან 18:00-მდე ან შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

Присоединяйтесь

loading

КОНТАКТНАЯ ИНФОРМАЦИЯ

адрес : Тбилиси, ул. А. Политковской 6г
телефон : +995 32 212 20 02
факс : 32 230 45 04
почта : medconsilium@gmail.com

КАРТА