სიახლეები

თორაკოსკოპიული ლობექტომია, პირველად საქართველოში

ორი კვირის წინ კიდევ ერთი ისეთი ოპერაცია გაკეთდა ჩვენს კლინიკში, რომლის მსგავსი ქართველი ქირურგების პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა.

პაციენტს, რომელსაც ფილტვის პერიფერიული კიბო დაუდგინდა, დასჭირდა მარჯვენა ფილტვის ​ზედა ნაწილის მოკვეთა (ლობექტომია). ასევე მოსცილდა მას ფილტვის კარის, ბიფურკაციული და ტრაქეობრონქული კუთხის და პარატრაქეული ლიმფური კვანძები. ოპერაცია თორაკოსკოპკული, ანუ უსისხლო მეთოდთ შეასრულა ჩვენი კლინიკის ქირურგთა გუნდმა ​პროფესორ დავით გიორგაძის​ (Phd), ზურაბ ზედგინიძის (MD) გიორგი ჩადუნელის (doct​or​'s​ assistante) შემადგენლობით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ასეთი რთულ ოპერაცია ანესთეზიის განსაკუთრებულ რეჟიმში ტარდება. კერძოდ, ჩვენმა სპეციალისტებმა ნუგზარ კინკრიაშვილმა და ირაკლი მჟავანაძემ ოპერაციისთვის ფილტვების განცალკევებით ვენტილაციის ​პირობები შექმნეს​.

​ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დიაგნოზი მორფოლოგიურადაც დადასტურდა, თუმცა, საბედნიეროდ, კვანძებში მეტასტაზები არ აღმოჩნდა. თორაკოსკოპიული, დამზოგავი ჩარევის გამო კი პაციენტი 4 დღეში განკურნებული გაეწერა კლინიკიდან.

 

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა