სიახლეები

პარათიროიდული ადენომის იშვიათი შემთხვევა

პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით. 

45 წლის პაციენტს პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა აორტის რკალის დონეზე ჰქონდა განლაგებული, რაც პაციენტთა მხოლოდ 2-6 %-ში გვხვდება.

ამ დაავადებას აქვს მძიმე სიმპტომები: ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ტკივილი ძვლებში, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება, გახშირებული შარდვა და ყაბზობა, მოტეხილობები. ადენომის იშვიათი მდებარეობა ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო ართულებდა.

წინასაოპერაციო კვლევები და მომზადება პაციენტს კლინიკის მთავარმა ენდოკრინოლოგმა ლიკა პერტაიამ ჩაუტარა. ოპერაცია გააკეთა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ბაკურ არაბულმა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა კლინიკის მთავარი თორაკალური ქირურგი დავით გიორგაძე.

თორაკოსკოპიით, ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით ადენომის ამოკვეთამ პაციენტს აარიდა მკერდის ძვლის ან ნეკნთაშორის ჭრილობით მძიმე და ტრავმული ჩარევა, რასაც ხანგრძლივი და სარისკო რეაბილიტაცია დასჭირდებოდა.

პაციენტი 2 დღეში გაეწერა კლინიკიდან და ამბულატორიულად მკურანლობს ანთების საწინააღმდეგო და კალციუმის შემავსებელი მედიკამენტებით.

ვულოცავთ ბაკურ არაბულს და მთელს გუნდს რთული ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, ხოლო ჩვენს ყველა პაციენტს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

 

 

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა