სიახლეები

რთული და მასშტაბური უროლოგიური ოპერაცია

ჩვენი კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში ურთულესი და საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის ( pT4aN1M0,მე-4 სტადია) დიაგნოზით 65 წ. მამაკაცს რამდენიმე ორგანოს და ლიმფური კვანძების ამოკვეთა დასჭირდა. კერძოდ, ჩატარდა რადიკალური ცისტპროსტატექტომია, მარჯვენა მხრივი ნეფროქტომია, მცირე მენჯის და აორტის გასწვრივი ლიმფური კვანძების ამოკვეთა და მარცხენამხრივი ურეთეროკუტანეოსტომია. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა და პაციენტი სახლში გაეწერა.

ოპერაციას უძღვებოდა კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ადეიშვილი.

">

 

ჩვენს კლინიკაში 20 წლის მამაკაცს სათესლე პარკის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ჩაუტარდა ორ ეტაპად ოპერაციული მკურნალობა. სიმსივნის მეტასტაზები გავრცელებული იყო რეტროპერიტონეულ ლიმფურკვანძებში. პირველ ეტაპზე  ჩატარდა ოპერაცია ორხფუნიკულექტომიაშემდგომ ეტაპზე შესრულდაოპერაციარეტროპერიტონეალური ლიმფადენექტომია, თირკმლის ვენის კიდითი რეზექცია და შარდსაწვეთის ზედა მესამედის რეზექცია სიმსივნის ინვაზიის გამო და ურეთეროურეთეროსტომია სტენტზე.ოპერაციას უძღვებოდა ჩვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი  გიორგი ადეიშვილი.   

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა