სიახლეები

დაგეგმეთ თქვენი უსაფრთხო ვიზიტი კლინიკაში “კონსილიუმ მედულა”

 გთხოვთ, კლინიკაში ვიზიტამდე გაეცნოთ და დაიცვათ უსაფრთხოების წესები:

  • გთხოვთ, წინასწარ დაგეგმოთ კლინიკაში ვიზიტი.
    ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ტელეფონით (ცხელი ხაზი: (032) 212 20 02) ან ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით.
  • კლინიკაში ვიზიტამდე ტარდება წინასწარი სატელეფონო გამოკითხვა რისკის შემცველი გარემოებების გამოსავლენად.
  • კლინიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი პაციენტები.
  • პაციენტის თანმხლები პირი კლინიკის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
  • კლინიკის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.
  • კლინიკის ტერიტორიაზე შესვლისას აუცილებელია ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით და დეზობარიერის გავლა.
  • კლინიკის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა ვიზიტორმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი.

კლინიკაში ყოფნისას აუცილებელია:

  • პირბადის ტარება;
  • ხელების რეგულარული დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
  • უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

კლინიკის პერსონალის, პაციენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების დასაცავად, კლინიკის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, კლინიკის მთელ ტერიტორიაზე რუტინულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა