სიახლეები

კლინიკა მუშაობს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დიაგნოსტიკის, ამბულატორიული, ქირურგიული, ონკოლოგიური განყოფილებები, ასევე, კლინიკური და ბიომორფოლოგიური ლაბორატორიები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00;

 

პაციენტებს შეუფერხებლად შეუძლიათ ისეთი გეგმური სამედიცინო კვლევების და მანიპულაციების ჩატარება, როგორიცაა:

1. ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია;

2. ლაბორატორიული კვლევები;

3. რადიოლოგიური (კტ, რენტგენი, ექოსკოპია, მამოგრაფია, დენსიტომეტრია) კვლევები;

4. ქირურგიულ პროცედურები;

5. ქიმიოთერაპიული მანიპულაციები;

6. ლითოტრიფსია.

 

კლინიკა მუშაობს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად;

პაციენტი კლინიკაში მოდის მხოლოდ წინასწარი ჩაწერით, შეთანხმებულ დროს და, შესაბამისად, ლოდინის დრო მინიმუმამდეა შემცირებული;

შენობაში შესვლამდე სპეციალურად მოწყობილ ტრიაჟის სივრცეში კლინიკის თანამშრომელი დეტალურად აცნობს პაციენტს უსაფრთხოების სავალდებულო წესებს: პერსონალური დაცვის საშუალებების სავალდებულო მოხმარების, სოციალური დისტანცირების შესახებ;

კლინიკის ყველა თანამშრომელი და პაციენტი ყოველ ჯერზე გადის თერმოსკრინინგს, პულსოქსიმეტრით ეზომებათ სატურაცია,

ხდება მათი გამოკითხვა საეჭვო სიმპტომებზე და ივსება კითხვარი.

პაციენტი, რომელსაც აქვს დაუზუსტებელო ცხელება ან სხვა სიმპტომი, გადამისამართდება შესაბამის კლინიკაში;

კლინიკის ექიმები და პერსონალი აღჭურვილნი არიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: პირბადით, დამცავი ფარით, ხელთათმანებით;

პაციენტს კლინიკაში შესვლამდე უტარდება ხელების და ფეხსაცმლის დეზინფექცია;

მთელი ვიზიტის განმავლობაში კლინიკის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილების დროს პაციენტს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე;

კლინიკის ყველა სივრცეში განთავსებულია სპეციალური დისპენსერები ხელების დეზინფიცირებისათვის;

მოსაცდელი ლოკაციების იატაკებზე დატანილია შესაბამისი ნიშნულები 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ;

დანერგილია რიგის მართვის სისტემა, რაც შესაძლებლობას იძლევა, არ მოხდეს პაციენტთა თავმოყრა ერთ სივრცეში;

კლინიკაში მნახველები და თანმხლები პირები არ დაიშვებიან; 

კლინიკის მთელ ტერიტორიაზე მუდმივ რეჟიმში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.


ვიზიტის ან გამოკვლევის  დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე (+ 995 32) 2 122 002.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა